KOMPAS 2.0 • КОМПАС 2.0 • კომპასი 2.0
KOMPAS 2.0

კომპასი 2.0 GE PL UA

უნივერსალური პრევენციის პროგრამა

პროგრამა „კომპასი 2.0“ გამიზნულია 13–15 წლის ასაკის მოსწავლეებისათვის და მასში ჩართვა ბავშვების მშობლებსაც შეუძლიათ. პროგრამა შედგება მოსწავლეებისათვის განკუთვნილი ათი, 45-წუთიანი გაკვეთილისაგან რომლებიც ინტერაქტიული მეთოდებით ტარდება და აგრეთვე მასში შედის საფინალო შეხვედრა რომლებშიც მოსწავლეები და მათი მშობლები მონაწილეობენ. ძირითადი სამუშაო მეთოდებია: დისკუსიების მცირე ჯგუფებში, გონებრივი შტურმი, ჯგუფურად შესასრულებელი დავალებები, სავარჯიშოების შესრულება წყვილში ან ინდივიდუალურად, ვიქტორინები და საინტეგრაციო თამაშები.

პროგრამა ეფუძნება დადასტურებულ სამეცნიერო თეორიებს რომლებიც ხსნიან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების გაჩენისა და განვითარების მექანიზმებს. გამოყენებული თეორიული მოდელები უპირველეს ყოვლისა არის: პრობლემური ქცევის თეორია (რიჩარდ ჯესორი), სოციალური სწავლის თეორია (ალბერტ ბანდურა) და დასაბუთებული მოქმედების თეორია (აისეკ აიზენი და მარტინ ფიშბეინი). მშობლები პროგრამის საკვანძო პარტნიორებს წარმოადგენენ. მათთან მუშაობის ძირითადი მეთოდებია:

პროექტის შესახებ

პროექტი „უნივერსალური პრევენციის პროგრამის დანერგვა პოლონეთში და მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანაში და ამ პროცესის განხორციელების შეფასება“ ხორციელდება 2021–2022 წლებში. 2021 წელს იგი ჩატარდა ხელშეკრულების საფუძველზე რომელიც დაიდო „პოლონეთის ალკოჰოლური პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო სააგენტოსა“ და ფონდ „პრაესტერნოს“ შორის. გამომდინარე იქიდან რომ „პოლონეთის ალკოჰოლური პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო სააგენტო“ და „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ბიურო“ გაერთიანდა და მათ ბაზაზე შეიქმნა „პოლონეთის მავნე დამოკიდებულებათა პრევენციის ეროვნული ცენტრი“ – 2022 წლის 1-ელი იანვრიდან პროექტი „უნივერსალური პრევენციის პროგრამის დანერგვა პოლონეთში და მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის ორ ქვეყანაში და ამ პროცესის განხორციელების შეფასება“ ტარდება ფონდ „პრაესტერნოს“ მიერ „პოლონეთის მავნე დამოკიდებულებათა პრევენციის ეროვნული ცენტრის“ დაკვეთით.

პროექტი ხორციელდება სამი ინსტიტუციის პარტნიორობით. ესენია: „ლვოვის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი“, „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ და ფონდი „პრაესტერნო“.

პროექტის მიზანია სამეცნიერო საფუძვლებზე დაყრდნობილი სარისკო ქცევების პრევენციის პროგრამების არჩევანის გაფართოება რომლებიც პოლონეთში, საქართველოსა და უკრაინაშია ხელმისაწვდომი. ამ სამ ქვეყანაში ხორციელდება „პოლონეთის ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ბიუროსთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 2018–2019 საქართველოში დამუშავებული პროგრამა „კომპასის“ საპილოტე დანერგვა.

პროექტი ითვალისწინებს 24 მასწავლებლის დატრენინგებას საქართველოში, 10 მასწავლებლის დატრენინგებას უკრაინაში და 10 მასწავლებლის დატრენინგებას პოლონეთში. თითოეული განმახორციელებელი პროგრამა „კომპასი 2.0.“-ს „თავისი“ სკოლის ერთ-ერთ კლასში ჩაატარებს. მთლიანობაში პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 44 კლასი რაც კლასში საშუალოდ 25 მოსწავლის შემთხვევაში პროგრამის გავლის საშუალებას მისცემს დაახლოებით 1100 მოსწავლეს და ამ მოსწავლეთა მშობლების დაახლოებით 70%-ს რაც დაახლოებით 770 მშობელს უდრის. სკოლების არჩევანი მრავალფეროვანი იქნება გამომდინარე იმ ქალაქების სიდიდიდან სადაც ეს სკოლებია განლაგებული.

თითოეულ ქვეყანაში სადაც პროგრამა ხორციელდება – ორგანიზებულ იქნება ფინალური კონფერენცია რომლის ერთ-ერთი მიზანიცაა საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა მავნე დამოკიდებულებათა უნივერსალური პრევენციის სფეროში და ასევე პროგრამა „კომპასი 2.0.“-ის პოპულარიზაცია განათლების სფეროში გადაწყვეტილებათა მიმღებ პირებს შორის რომლებსაც მომავალში გავლენა შეიძლება ჰქონდეთ პროგრამის განხორციელებაზე.

პროექტი საშუალებას იძლევა რომ 13–15 წლის მოსწავლეებისათვის შექმნილი უნივერსალური პრევენციის პროგრამა და მისი თანმდევი მეთოდური და დიდაქტიკური მასალები გაიტესტოს სამ ენობრივ ვერსიაში და გარდა ამისა, მომზადდეს სააპლიკაციო განაცხადი რომლის მიზანიცაა პროგრამა „კომპასი 2.0.“-ის შეტანა რეკომენდებული პროგრამების სისტემაში.

მომზადდება ანგარიში რომელიც აღწერს პროგრამის დანერგვის პროცესს სადაც გათვალისწინებული იქნება პროცესის შეფასებისა და მაფორმირებელი შეფასების შედეგები. ანგარიში მოგვაწვდის ინფორმაციას კულტურათაშორისი განსხვავებებისა და მაკროსოციალური ფაქტორების შესახებ რომლებიც პრევენციული მოქმედებების ჩატარებასთანაა დაკავშირებული.

ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ-სერვისი სამ ენობრივ ვერსიაში სადაც განთავსდება პროგრამა „კომპასი 2.0.“-ის მასალები და პროგრამის განმახორციელებელთა ტრენინგის სცენარები.

otwórz panel z informacją o Fundacji Praesterno